22.12.2025 20:45
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საბოტაჟის საქმეზე, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა | გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას პასპორტსა და პირადობის მოწმობასაც ჩამოართმევენ და პროკურორის ნებართვის გარეშე საზღვრის კვეთაც აეკრძალება
6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენეს ბრალი, საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით
ავტორ(ებ)ი :