,,ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი''- გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი 23.12.2025 19:14

 

გრიგოლი არ დამალვია გამოძიებას, არ დაუტოვებია ქალაქი და საცხოვრებელი ადგილი. ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძიების გამოძახებას, რათა გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე მედიასთან განაცხადა.

რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ამჟამად ბრალდების წარდგენას ელოდებიან, რის შემდეგაც გრიგოლ ლილუაშვილის პოზიცია გახდება ცნობილი.

„პროცედურულად ეს არის დაკავება, შედგა დაკავების ოქმი, რის შემდეგაც მოხდა მისი გადაყვანა დროებითი დაკავების საკანში. ამჟამად ველოდებით ბრალდების წარდგენას.

ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც პრესითაც გაჟღერდა. დაკავების მომენტში ეს გრიგოლისთვის არ იყო ცნობილი და ვერც პოზიციას დააფიქსირებდა, ამიტომ ამ ეტაპისთვის პოზიცია არ გვაქვს, თუმცა ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ მის პოზიციას", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ