საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს 23.12.2025 22:05

"საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა. საქართველოს პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ასევე მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას მოახდინოს სხვა პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა,"- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ