24.12.2025 20:46
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. თავად ლილუაშვილი პროცესს არ დასწრებია:
„მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას. ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი" | ნათქვამია წერილში, რომელიც ადვოკატმა სხდომაზე დაიხურა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კალატოზიშვილმა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ლილუაშვილის სხდომა დახურა
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ინვესტორებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სუს-ის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
ავტორ(ებ)ი :