საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა 08.01.2026 16:16

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

მანამდე მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა მტკიცებულებების დართვის თაობაზე. პროკურატურამ მოითხოვა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს 20 ივნისის შესახებ გიორგი გახარიას გადადგომამდე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულებები, საქმეს არ დაერთო.

რაც შეეხება, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მოსამართლის გადაწყვეტილებითვე ისინი სრულად დაერთო საქმეს.

გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ