ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს 12.01.2026 18:10

 

5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

 

სხდომას მხოლოდ თავად ბრალდებული ღარიბაშვილი, მისი ადვოკატები, პროკურორები და ბადრაგები ესწრებოდნენ. ოცნების ყოფილ პრემიერმინისტრს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონიანი ჯარიმა, 2 მანქანის ჩამორთმევა და დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა განესაზღვრა 

 

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ