"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს 15.01.2026 21:11

"სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს. ინფორმაციას  პროკურატურაში ადასტურებენ.

ამ ეტაპზე ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

გიორგი მურუსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

"სფერო ჰოლდინგის" საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის" დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ