17.01.2026 10:38
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა -შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :