20.01.2026 19:32
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულთა ადვოკატების ნაწილმა სასამართლოში აღკვეთი ღინისძიება პატიმრობის გაუქმებით, ნაწილმა კი ალტერნატივის სახით, გირაოს გამოყენებით იშუამდგომლა. მოტივად კი, დაცვის მხარემ დაასახელა ის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება.
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა პროკურატურამ, მოტივად კი ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედება, მიმალვისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები დაასახელა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ავტორ(ებ)ი :