ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ოთხი ექიმი დააკავეს 29.01.2026 14:58

 

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების
დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია
მიცემული შპს "კროლ მედიქალ ქორფორეიშენის" და შპს "თბილისის ცენტრალური
საავადმყოფოს" ოთხი ექიმი - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.

როგორც ემზარ გაგნიძე აღნიშნავს, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 25, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ