აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს 01.02.2026 11:33

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთი ფედერაციის მოქალაქე 1999  წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ