08.02.2026 11:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე, უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხის მორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორ(ებ)ი :