სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა 15.02.2026 11:04

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ