ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა 17.02.2026 19:35

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სუს-ის შენობა დატოვა.

როგორც ცნობილია, ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.

ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც, რომელსაც ამ დროისთვის სუს-ის შენობა არ დაუტოვებია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ