27.02.2026 17:46
2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 667 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში იყო 263, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 21 შემთხვევა.
2026 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა - 280 შემთხვევა; მუქარა - 253; ოჯახური ძალადობა - 182; ძალადობა - 189; გაუპატიურება - ექვსი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება - სამი შემთხვევა; თაღლითობა - 70; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა - 536 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება - 8; ყალბი დოკუმენტების დამზადება კი - 105 შემთხვევა.
ავტორ(ებ)ი :