შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა 28.02.2026 12:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ