03.03.2026 15:32
2026 წლის მარტის დასაწყისში საბერძნეთის სამართალდამცავებმა ათენის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია კრეტაზე მდებარე სტრატეგიულ სამხედრო ბაზაზე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში
ეჭვმიტანილი ათენის „ელეფთერიოს ვენიზელოსის" აეროპორტში 2026 წლის 2 მარტს დააკავეს.
მას ბრალად ედება კრეტაზე, სუდას (Souda Bay) სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თვალთვალი, სადაც განთავსებულია აშშ-ისა და ნატოს ძალები.
Reuters-ის და ბერძნული მედიის (Kathimerini, SKAI) ცნობით, დაკავებულის ტელეფონში აღმოჩნდა ბაზისა და იქ მყოფი ამერიკული ავიამზიდის, USS Gerald R. Ford-ის, ფოტოები.
ბერძნული სპეცსამსახურების (EYP) ინფორმაციით, დაკავებული პირი, რომელიც წარმოშობით აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა, კავშირს ამყარებდა ირანში მყოფ პირთან სპეციალური დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით. გამოძიება სწავლობს ვერსიას, რომ ის მოქმედებდა ირანის დაზვერვის დავალებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეგიონში ირანისა და აშშ-ის დაპირისპირება გამწვავდა.
გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და კრეტაზე, უშუალოდ სამხედრო ბაზის მოპირდაპირედ მდებარე სასტუმროში დასახლდა, საიდანაც ობიექტზე დაკვირვებას ახორციელებდა. ამ დროისთვის ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ქვეყანაში უკანონო ყოფნის ბრალდებით, სანამ ჯაშუშობის მუხლით ოფიციალური ბრალი წარედგინება
ავტორ(ებ)ი :