თბილისის აეროპორტში, საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს პლასტიკის ბოთლებში "კეტამინის" შემცველი სითხე აღმოუჩინეს 05.03.2026 11:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.გ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, „კეტამინის" შემცველი 9 ლიტრამდე სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც პლასტმასის 10 ბოთლში იყო გადანაწილებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ