08.03.2026 20:07
სახელმწიფო უსაფრთხოების დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის გამოიკითხვა დასრულდა. უწყებაში მისი გამოკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვახტანგ კაპანაძესთან კითხვები სავარაუდოდ, მიერ მიერ ირანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე ჰქონდათ. როგორც კაპანაძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და არ არის.
„რა კითხვებიც დამისვეს, იმ კითხვებზე ვუპასუხე. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად, არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა კაპანაძემ.
მან ასევე, დასძინა, რომ არცერთი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ, არ ვარ. არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არ ვარ", - აღნიშნა კაპანაძემ.
ავტორ(ებ)ი :