შსს: ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აფგან სადიგოვზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა 04.04.2026 23:38

აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს სიდიგოვის მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტზე არავითარი ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.

შსს აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს, როგორც მედიას განუმარტეს საქმესთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ