05.04.2026 11:24
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს", თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს | ინფორმაციას Interpressnews ავრცელებს. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. გერსამიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებდა
ავტორ(ებ)ი :