01.05.2026 13:15
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1984 წელს დაბადებული ს.ე. დააკავეს.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მკვლელობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ს.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ავტორ(ებ)ი :