08.05.2026 15:20
4 წლის განმავლობაში კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა იყო 5, აქედან 4 იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს 4 ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
„კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა სამართალდამცველ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას და შესაბამის თანამშრომლებს, რომლებმაც 2022-2025 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, რომ 4 წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო 5 აქედან, 4 იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს 4 ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მათ და ყველას ვუსურვებ წარმატებებს. სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :