15.05.2026 10:55
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია დაჭრეს - ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-არხი АИАШАРА ავრცელებს. შემთხვევა 14 მაისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში ღამის 03:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ცნობებით, კრისტიან ბჟანია ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, ის გულრიფშის რაიონის საავადმყოფოშია მოთავსებული. დაკავებულია ვლადისლავ ბჟანია
ავტორ(ებ)ი :