პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა 16.05.2026 15:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დაზარალებულს 83 000 ლარი ეტაპობრივად გამოართვა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დამნაშავე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ