20.05.2026 15:27
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
ინფორმაციას მძღოლის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საპატრიარქოსთან ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შემთხვევის შედეგად, შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.
ავტორ(ებ)ი :