31.05.2026 14:16
ჯაშუშობაში მხილებულებს, ბრალი წარედგინათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს სადაზვერვო ინფორმაციებს გადასცემდნენ, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს ირჩევდნენ.
გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძეს, მისი პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების შენობას დატოვებს.
ავტორ(ებ)ი :