02.06.2026 12:57
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დემეტრე ჩიქოვანს 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად ცხრა წელი და ცხრა თვე განესაზღვრა.
სასამართლომ ანი ნასყიდაშვილს შვიდი წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მასაც სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორ(ებ)ი :