გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს 07.06.2026 12:24

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს -  შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაურია. გავრცელებული ცნობებით, გორის სამმართველოს თანამშრომელი გუშინ გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოდან დაიწყო. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს

 

 "საქართველოს პროკურატურის განცხადებაშინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

 

გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები." -  წერს პროკურატურა 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ