4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა 09.06.2026 15:41

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დავით ღურწკაია და ევა შაშიაშვილი. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება შედგა. ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გააფორმა.

 

საქმის ამ ეპიზოდზე დაკავებული პირთაგან ბრალს არ აღიარებენ და საპატიმრო დაწესებულებაში რჩებიან: დავით სტურუა, დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, ალექსანდრე კოკაია.

ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისას დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. მათგან ათ პირს, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებს, სასჯელი უკვე განესაზღვრათ. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება სულ 22 პირს უფორმდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ