საფრანგეთში ქართველები პუშკინის და გოგოლის იშვიათი გამოცემების ქურდობისთვის გაასამართლეს 14.06.2026 11:28

 

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა რუსი კლასიკოსების, პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვების იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის. ამის შესახებ გაზეთი Monde წერს.

ყველაზე დიდი სასჯელი, 7 წელი მიხეილ ზამთარაძეს შეეფარდა. მას ასევე აეკრძალა საფრანგეთში შესვლა გათავისუფლების შემდეგ. მანამდე ის ლიეტუვაშიც გაასამართლეს 600 ათას ევროზე მეტი ღირებულების წიგნების მოპარვისთვის, მაშინ მას 3 წელი და 4 თვე მიუსაჯეს.

სხვა ბრალდებულს, ბექა ცირეკიძეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე მან ანალოგიური დანაშაულისთვის 3,5 წელი უკვე მოიხადა ესტონეთში. კიდევ ორ პირს მსჯავრი დაუსწრებლად დაედოთ. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ