„დროას“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ 01.07.2026 19:30

 

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გადაჰყავთ.

აღნიშნული ინფორმაციას პარტია „დროას" პრესსამსახური ავრცელებს.

"რამდენიმე წუთის წინ, ექიმ მაკა იოსელიანს შეატყობინეს, რომ ელენე ხოშტარია ამ წუთებში გადაჰყავთ "ვივამედში". მას დღესვე მოინახულებს მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძესთან ერთად," - აცხადებენ პარტიაში.

ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.

კლინიკა „ვივამედში" ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ