მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა 11.04.2026 15:15

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლი, 15.14 საათზე გამოდმოვიდა.

 

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იყო განლაგებული, რომლებიც უსაფრთხოებას იცავდნენ.

წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება, ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.

 

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ