იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 86 წლის სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია, ის მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში რეანიმაციაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იტალიის ოთხგზის პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი მედიამაგნატი ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. მან საავადმყოფო გასულ კვირას დატოვა.
როგორც იტალიურ მედიას ბერლუსკონის პარტიაში წყაროებმა განუცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გახდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge