ვერძი
ხელიდან არ გაუშვათ სასიამოვნო ნაცნობობის შანსი, თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ.
დაოჯახებულებს მეორე ნახევართან ფინანსურ საკითხებზე უთანხმოება ელით. იმისათვის, რომ კამათი თავიდან აიცილოთ, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს მეუღლესთან შეთანხმების გარეშე.
თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ძალიან მალე დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებთ.
ჭორებს ნუ აჰყვებით - ვიღაც ცდილობს, რომ ინტრიგებში ჩაგითრიოთ.
თუ ზედმეტმა წონამ შეგაწუხათ და მალე იღლებით, დროა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი გახდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.
კურო
ეს პერიოდი სავსეა რომანტიკული თავგადასავლებით და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებით. მალე მხიარული დღესასწაულის ზღაპრულ ატმოსფეროში ჩაეფლობით.
ეცადეთ, პარტნიორთან ახალი ინტერესები იპოვოთ — საოცარია, მაგრამ მათ იქ აღმოაჩენთ, სადაც არ ელოდით. ვარსკვლავების კეთილგანწყობა კარგ ჯანმრთელობას და კარიერულ წინსვლას გპირდებათ.
შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის მიღება, რომელიც საშუალებას მოგცემთ ბიზნესსა და უძრავ ქონებაში წარმატებული ინვესტიციები გააკეთოთ.
დროა გამაჯანსაღებელი პროცედურების კურსი დაიწყოთ. თუ ჯანმრთელობაზე არ იზრუნებთ, შესაძლოა ამ სფეროში სერიოზულ პრობლემებს წააწყდეთ.
ტყუპები
ახალი ნაცნობობა თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. ეცადეთ, პარტნიორის აზრს პატივისცემით მოეკიდოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.
ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს — დღეს ისინი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.
კოლეგის ან მეგობრისგან შეიძლება სასარგებლო რჩევა მიიღოთ.
ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მალე თქვენი საჭიროებები გაიზარდოს, ამიტომ დამატებითი შემოსავლის წყარო დაგჭირდებათ.
კირჩხიბი
არსებობს საფრთხე, რომ თქვენი სასიყვარულო ისტორიები საყოველთაო განხილვის თემა გახდეს. თუ ეს თქვენს გეგმებში არ შედის, ეცადეთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ.
მოსალოდნელია პრობლემები ოჯახის უმცროს წევრებთან ურთიერთობაში. გირჩევთ, გადახედოთ ლიტერატურას, რომელიც ბავშვების აღზრდას ეხება.
დღეს შეიძლება შეგექმნათ სირთულეები სამსახურში ან სწავლის პროცესში, მაგრამ არ დანებდეთ — წარმატება მათთან მოდის, ვინც დაბრკოლებებს არ უშინდება. მალე ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება, რომელიც ფინანსური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
ერიდეთ ქარსა და სიცივეს — ამ პერიოდში გაციებამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ლომი
პირად ცხოვრებაში იღბალი თქვენ მხარესაა.
მოსალოდნელია გაუგებრობები მეგობრებთან და შესაძლოა, ურთიერთობების გადახედვა მოგიწიოთ. არ იდარდოთ - მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ადამიანები შემოვლენ.
ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს რთული პერიოდი ელით: კლიენტების რაოდენობა მოიმატებს და სამუშაოზე მეტი დროის გატარება მოგიწევთ. გახსოვდეთ - თქვენ გარშემო შეიძლება შურიანი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც შეეცდებიან, გეგმების შესრულებაში ხელი შეგიშალონ.
საქმეების სიმრავლისა და ახალი ვალდებულებების გამო შესაძლოა გადაიღალოთ, მაგრამ ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეცადეთ, ბუნებრივი და გახსნილი იყოთ — ასე უსიამოვნო შემთხვევებს თავიდან აიცილებთ.
საყვარელი ადამიანი ყურადღებით გაგახარებთ, ეცადეთ საპასუხოდ სითბო და მადლიერება გამოიჩინოთ.
საღამოს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ადამიანების გაცნობა, რომლებიც თქვენში ნიჭიერ და პროფესიონალ სპეციალისტს დაინახავენ.
ამ დღეს დიდ შესყიდვებს, ვალის აღებას და გაცემას უნდა მოერიდოთ.
ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას მათ, ვინც თავს ჭამაში და ალკოჰოლის მოხმარებაში არ ზღუდავს.
სასწორი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობებში შეიძლება ბზარი გაჩნდეს. ნუ გაჯიუტდებით და ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.
ახლა დასვენება და ძალების აღდგენა საუკეთესო გამოსავალია. პლანეტების გავლენა თქვენს იმიჯსა და ნაყოფიერებაზე უარყოფითად აისახება.
ფინანსური სირთულეები, რომლებიც ბოლო პერიოდში გაწუხებდათ, თანდათან უკანა პლანზე გადავა და მალე შეძლებთ შვებით ამოისუნთქოთ.
ერიდეთ გაციებას — ის შეიძლება ჰაიმორიტში ან ფრონტიტში გადაიზარდოს.
მორიელი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად გარკვეული დათმობა მოგიწევთ. დაფიქრდით, რისთვის ხართ მზად. თუ სესხი ან სხვა ფინანსური ვალდებულება გაქვთ, ახლა შესაფერისი დროა მათ დასაფარად.
გამორიცხული არ არის, რომ ნათესავების დახმარებით, მოულოდნელად დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. გირჩევთ, ფული უსარგებლოდ არ დახარჯოთ — ჯერ ვალები მოიშორეთ და მერე იშოპინგეთ.
თქვენი შრომისუნარიანობა მეტწილად თქვენს კვებაზეა დამოკიდებული — ყურადღება მიაქციეთ, რომ რაციონი ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდროთ. ასევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ღამის ძილი.
მშვილდოსანი
მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ - ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტი ზრუნვა და ყურადღება გამოიჩინოთ.
გამორიცხული არ არის, რომ წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ - მთავარია, მისი შინაარსი არავის გაუმხილოთ. სამსახურში წარმატება დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე. დამატებითი პასუხისმგებლობების აღებაზე უარს ნუ იტყვით — ეს თქვენი კარიერული ზრდის პირველი ნაბიჯია.
თქვენი ინტუიცია დღეს გამძაფრებულია, ამიტომ ფინანსურ საკითხებში მხოლოდ შინაგან ხმას უნდა ენდოთ! ენერგიისა და შემოქმედებითი აღმაფრენის ფონზე ბევრის მიღწევას შეძლებთ. მიზნის მისაღწევად სამყაროსგან პოზიტიურ ენერგიას და ძალას მიიღებთ.
თხის რქა
მეგობრულ გრძნობას სიყვარულში ნუ აურევთ — ასეთი შეცდომა დეპრესიამდე მიგიყვანთ. თუ ჯერ არ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებთ, ყველაფერი წინ არის!
მხარში ამოუდექით ახლობელ ადამიანს და შეეცადეთ, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. მიღებული გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
ფინანსური პრობლემები ძალიან გაწუხებთ, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია და ნერვიულობად არ ღირს. ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა შესაძლებელია პერიოდული ტკივილები ზურგის არეში, რაც განწყობაზე იმოქმედებს.
მერწყული
შესაძლოა, ახალი იდეების მნიშვნელობა ჯერ ვერ შეაფასოთ, მაგრამ მათ უარყოფას ნუ იჩქარებთ — ასე შეიძლება კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. მოერიდეთ მომავლის გეგმების სხვა ადამიანებთან განხილვას, თორემ ვიღაცამ შეიძლება თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს.
თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ვარსკვლავები გირჩევენ, არაკეთილსინდისიერ პარტნიორებს ან თანამშრომლებს, დროულად დაემშვიდობოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ემოციები აკონტროლოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.
ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს მძიმე საკვებით — ჯობია მსუბუქი, ვიტამინებითა და ბოჭკოებით მდიდარი კერძები მიიღოთ.
თევზები
ამ დღეს შემოქმედებითი ენერგიის ძლიერ აღმავლობას იგრძნობთ.
ვენერასა და მარსის ხელსაყრელი ასპექტი მიანიშნებს, რომ სასიყვარულო შეხვედრებისთვის კარგი დღეა.
ოჯახურ ურთიერთობებში კი მოსალოდნელია კამათი ან უთანხმოება. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კომპრომისის პოვნაა.
დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ისეთი საქმიანობას, რომელიც ყურადღებას, მაგრამ არა დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს.
ეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები როგორც ახლობლებთან, ისე ბიზნესპარტნიორებთან, თუმცა არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ.
ავტორ(ებ)ი :