24.10.2025 09:30
24 ოქტომბერს, ქუთაისში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
მცირე წვიმას ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში უნალექო დღე იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მზე არის მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმშიც. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე წვიმა იქნება და მზეც გამოანათებს. ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ, იქნება მცირე ქარიც. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი და მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე წვიმა და მზე იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა რუსთავში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
ავტორ(ებ)ი :