კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს 25.10.2025 20:26

კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

მასწავლებელი კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ