ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის 29.10.2025 15:03

წყალმომარაგების კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზეინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმას იწყებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებასსახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებასრეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას.

„წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკურ მომსახურებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ცვლილებები კომპანიის საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალესეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ