29.10.2025 22:18
ვერძი
ნუ მოუწყობთ საყვარელ ადამიანს სცენებს, თორემ მოგვიანებით ინანებთ. სჯობს მოითმინოთ, ძალა მოიკრიბოთ და კონფლიქტური სიტუაცია გადალახოთ.
ცდილობთ, მეუღლე ან პარტნიორი თქვენს ჩრდილში მოაქციოთ? თუ ასეა, იცოდეთ, რომ ეს თქვენს ურთიერთობაზე ცუდად აისახება.
სამსახურში მოსალოდნელია კოლეგებთან უთანხმოება. სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზად ფული არათანაბარი განაწილება იქცევა.
ამ დღეს მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს — შესაძლოა, მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოთ ნივთებში, რომლებიც არაფერში გჭირდებათ.
მშვენიერი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის — შეგიძლიათ ირბინოთ, იცეკვოთ, ივარჯიშოთ და სახლი მოაწესრიგოთ. მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ.
კურო
ამ დღეს ჯობია რომანტიკული პაემანი არ დანიშნოთ, რადგან ვარსკვლავების განლაგება ჩხუბის ალბათობას ზრდის. სანამ ახლობელ ადამიანს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით.
სახლში მოსალოდნელია წვრილმანი პრობლემები — მაგალითად, მილებიდან წყლის გაჟონვა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობა.
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს თავი შეიკავოთ მოლაპარაკების დაწყების ან გრძელვადიანი გეგმების შედგენისგან.
თუ მეგობრის დაკარგვა არ გინდათ, ფინანსურ საკითხებში თავშეკავება გამოიჩინეთ და ფული არ ასესხოთ. სამწუხაროდ, ფული ხშირად მეგობრობას აზიანებს.
ამ დღეს ჯანმრთელობის მხრივ თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს არაფერი ემუქრებათ. შესანიშნავი ჯანმრთელობა და ხალისიანი განწყობა საშუალებას მოგცემთ, ყველა დაგროვილი საქმე მოაგვაროთ.
ტყუპები
თუ მარტო ხართ და ცხოვრების მეგზურს ეძებთ, იცოდეთ, რომ ბედი უკვე ნანატრი შეხვედრისთვის გამზადებთ. შესაძლოა, მასთან ბევრი საერთო ნაცნობებიც აღმოგაჩნდეთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრებიდან ყველაფერი ძველი და ზედმეტი მოიშოროთ! მოაწესრიგეთ გარემო როგორც სახლში, ისე პირად ცხოვრებაში.
დღეს თქვენი ნებისმიერი ქმედება დადებით შედეგს მოიტანს, თუ არ ეწინააღმდეგება კომპანიის ძირითად პრინციპებს, სადაც მუშაობთ.
დაოჯახებულმა ტყუპებმა უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან ჯერჯერობით, თავი შეიკავონ.
ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და პრობლემებს არ შეგიქმნით.
კირჩხიბი
თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის ადვილი არ არის. ხშირად ურთიერთობებში უხეშობას ან მოუთმენლობას იჩენთ და პარტნიორი ამ ნაკლს გპატიობთ, მაგრამ საკითხავია - როდემდე?
მთელ დღეს ბიუროკრატიულ საკითხებთან „ჭიდაობაში“ გაატარებთ. საღამოს შეიძლება მოულოდნელ ფინანსურ ვალდებულებებს შეეჯახოთ. თავი აარიდეთ სარისკო გარიგებებს და ყურადღება ბიუჯეტის გრძელვადიან სტრატეგიას მიაქციეთ.
უფრთხილდით გაციებას — ამ დღეს ჩვეულებრივი სურდოც კი შეიძლება ჰაიმორიტში ან ოტიტში გადაიზარდოს.
ლომი
ამ დღეს საოცრად რომანტიკული საღამო გელით - ძველი გრძნობები და ჩვევები თავს შეგახსენებენ. ხელსაყრელი დროა გულწრფელი საუბრისა და წარსულის გახსენებისთვის.
სამსახურში შესანიშნავად წარმოაჩენთ თავს და კოლეგებს შორის ავტორიტეტს გაიმყარებთ.
ყველაზე აქტიური ლომების ოჯახური ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად შეივსება.
ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს ფულს ყურადღება მიაქციეთ - არსებობს ჯიბის ქურდობის რისკი.
თუ ბოლო დროს ზურგის ან ბარძაყის ტკივილი გაწუხებდათ, დღეს შვებას იგრძნობთ, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ.
ქალწული
თუ დასაოჯახებელი ხართ, იცოდეთ, რომ თქვენი მომავალი მეუღლე შესაძლოა, ლიტერატურასთან, მეცნიერებასთან ან ჰუმანიტარულ სფეროებთან არის დაკავშირებული.
ამ დღეს მოსალოდნელია უთანხმოება ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, თუმცა მშვიდობას სწრაფად დაამყარებთ.
ვარსკვლავები პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებიან. თქვენი თავდადება და შრომისმოყვარეობა საქმის შედეგებზე დადებითად აისახება. თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება ძველი ოცნება აისრულოთ. როცა მიზანს მიაღწევთ, არ დაგავიწყდეთ ადამიანი, რომელიც ოცნების ასრულებაში დაგეხმარათ.
გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, უნდა დაისვენოთ.
სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს რომანტიკული პაემანი ელის. ნუ აჩქარდებით, რათა საყვარელი ადამიანი არ დააფრთხოთ.
ეს დღე ხელსაყრელია ცოდნის მიღებისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ახლობელი ადამიანისგან მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე ან საჩუქარი.
ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით — ასეთ მიდგომას წარმატება არ მოაქვს. ეცადეთ, თავიდანვე გაარკვიოთ, რა არის თქვენთვის მთავარი - სწორად დასმული პრიორიტეტები წარმატების გასაღებია!
ვარსკვლავები ამბობენ, რომ ჯანმრთელობაზე წუწუნის მიზეზი არ გექნებათ — პირიქით, შესანიშნავ ფორმაში იქნებით, რაც სამსახურშიც დაგეხმარებათ და სახლშიც.
მორიელი
ამ დღეს მას გაუმართლებს, ვინც სიყვარულს ეძებს. ინიციატივა გამოიჩინეთ, იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგივათ! თავი შეიკავეთ, რომ ახლობელი ადამიანის კრიტიკას ცინიკურად არ უპასუხოთ.
ზედმეტი პედანტურობა საჭირო ადამიანებთან დაახლოებაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებს უფრო მარტივად მიუდგეთ და ყველაფერი თავისით დალაგდება. ბედი თქვენკენაა —თავდაჯერებულად იმოქმედეთ!
ამ დღეს შეგიძლიათ საყვარელი კერძებით დატკბეთ — წონაში მომატება არ გემუქრებათ, თუმცა ტკბილეულს და ალკოჰოლსა მაინც უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს სასიამოვნო რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
გირჩევთ, პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი კავშირები და სასარგებლო ნაცნობობა გამოიყენოთ. თქვენი დიპლომატიური თვისებები ამ დღის უარყოფით ტენდენციებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ხარჯების ზრდისა და შემოსავლების შეფერხების გამო ახლო მომავალში ფინანსური პრობლემები გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ნერვიულობას მოერიდოთ — ზედმეტი ემოციები თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.
თხის რქა
შესანიშნავი გემოვნება გაქვთ და კარგად იცით, უკეთესობისკენ როგორ შეიცვალოთ.
თავი შეიკავეთ ჩხუბისა და დაპირისპირებისგან იმ ადამიანებთან, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
თუ ფინანსურ პრობლემებს განიცდით, აქტიურად დაიწყეთ ახალი შესაძლებლობების ძებნა — აუცილებლად იპოვით! ახალი ურთიერთობა მალე შემოვა თქვენს ცხოვრებაში და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.
ყურადღება არ მოადუნოთ - შესაძლებელია, რომ პარტნიორი მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავთ.
ამ დღეს უმჯობესია სასწრაფო ან საპასუხისმგებლო საქმე არ დაგეგმოთ, განსაკუთრებით — თუ ფულს ან შესყიდვებს უკავშირდება.
მერწყული
ნუ ენდობით უყოყმანოდ ადამიანს, რომელიც ხოტბას გასხამთ და კომპლიმენტებით გავსებთ — შესაძლოა, ის რაღაცას გიმალავთ.
დაგროვილი საქმეები და პრობლემები თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახის წევრებთან — გამოიჩინეთ სიბრძნე, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. ეს დღე ხელსაყრელია ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისა და ყოველდღიური ამოცანების გადაჭრისთვის. შესაძლოა, მცირე დაბრკოლებები შეგხვდეთ, მაგრამ მოთმინებითა და მიზანდასახულობით ადვილად გაუმკლავდებით.
თავი შეიკავეთ სარისკო ფინანსური გარიგებებისგან და საეჭვო ოპერაციებისგან.
კარგი ჯანმრთელობის საიდუმლო მარტივია — ნაკლები სტრესი, ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და სრულფასოვანი ძილი.
თევზები
ეცადეთ, მეორე ნახევარი თქვენი ყურადღებით გაახაროთ.
დროა სტუმრების მისაღებად გაემზადოთ — ვარსკვლავები სულიერად ახლობელ ადამიანებთან სასიამოვნო საღამოს გპირდებიან.
თუ ბოლო დროს საქმე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მარცხს უნდა შეეგუოთ და იმედი დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ ფინანსური სტაბილურობა მოთმინებას, მიზანდასახულობას და თვითდისციპლინას მოითხოვს.
თქვენი დრო და ენერგია, რომელიც სწავლასა და განვითარებაში ჩადეთ, ადრე თუ გვიან ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.
ავტორ(ებ)ი :