ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო 30.10.2025 17:21

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები, მათ შორის, “საქართველოს გენერალთა კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე და მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი.

ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით, სტუმრებს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს. მათ თავიანთ გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TİKA). სააგენტოს მხარდაჭერით, სამსახურის ბენეფიციართათვის, არა ერთი პროექტი განხორციელდა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, სამედიცინო კუთხით. მიმდინარე წელს, კი, თურქულმა მხარემ, TİKA-ს მხარდაჭერით, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკა გადასცა; სამსახურის ჩართულობით, TİKA-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ბაზაზე, სპეციალურად მოწვეულმა თურქმა სპეციალისტებმა, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 30 წევრი გადაამზადეს ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამაში; ამასთან ერთად, TİKA-მ, გომბორის ცენტრს, საძიებო-სამაშველო აღჭურვილობა და სპეცფორმები გადასცა;

ინფორმაციისთვის, 29 ოქტომბერი თურქეთის რესპუბლიკის დღეა — ეს თარიღი აღნიშნავს 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადებას, როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელმძღვანელობით, თურქეთმა აირჩია დემოკრატიული მმართველობის ფორმა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სწორედ ამ დღიდან, თურქეთი, ყოველწლიურად, 29 ოქტომბერს აღნიშნავს რესპუბლიკის დღეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ