05.11.2025 16:00
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობის დროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთ-ერთი პირის მიერ, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით განხორციელებული ინტენსიური ცეცხლის შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად შეიარაღებული პირი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
ავტორ(ებ)ი :