6 ნოემბერის ამინდის პროგნოზი 05.11.2025 23:25

6 ნოემბერს, ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +21 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.

მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +15 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ