საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში “ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა 08.11.2025 19:17

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში "ილიაობისტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.


საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთანშალვა პაპუაშვილთანკახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთანგიორგი ალადაშვილთანაღმასრულებელისაკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთადილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო.


მიხეილ ყაველაშვილმა ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერა და ყვარლის მოსახლეობასა და დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნაილია ჭავჭავაძე არის ადამიანირომელმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა.


ილია ჭავჭავაძე არის ადამიანირომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნარომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენირა თქმა უნდადღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარადროგორც დღეს ვართვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზევერ დავიცავდით ჩვენს მამულსსამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანებიიმდენად დიდი როლი შეასრულა ჩვენი საქართველოს ისტორიაშიჩვენს ცხოვრებაში ამ უდიდესმა პიროვნებამრომ შეუძლებელია მის გარეშე საქართველოს წარმოდგენასანამ საქართველო იარსებებსაუცილებლად იარსებებს იდეარომელიც იმ ძნელბედობის ჟამსიმპერიის მარწუხებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნაამ ბუმბერაზმა ერისკაცმაკაცმარომელმაც დაგვიტოვა საუნჯედ მნიშვნელოვანი პოსტულატები: "მამულიენასარწმუნოება", „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოცაღსანიშნავიარომ ჩვენმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა როგორც წმინდა ილია მართალირადგანაც მთელი თავისი ცხოვრება მან სამშობლოს სიყვარულს შესწირა და როგორც სანთელიისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის კულტურულისპორტული და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდებაილია ჭავჭავაძის 188- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ