09.11.2025 21:16
„მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში არ იყვნენ დაბარებული მათი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, არამედ ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე იყო, რომ მათ ჰქონდათ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები სასულიერო პირებისა და იერარქების მიმართ“, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა მამა დოროთესა და მამა ილიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
დეკანოზის განცხადებით, სასულიერო პირების საპატრიარქოს კომისიაზე დაბარება პირველივე შემთხვევაში არ მომხდარა.
„მამა დოროთეს შემთხვევაში მოხდა მისი ძმებთან შეხვედრა და ძმური დარიგება მიეცა მას. მამა ილიას შემთხვევაში ის შეხვდა მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს, იმისთვის, რომ მამაშვილური შეგონება მიეღო. რადგან მამა დოროთემ არ შეცვალა თავისი პოზიციები, შემდგომში მისი დაბარება მოხდა კომისიაზე და მამა ილიამ, როცა არ შეცვალა პოზიციები, მოუწოდეს, რომ დაეტოვებინა საპატრიარქო, მე თავად გამოვაცილე საპატრიარქოდან“, - აღნიშნა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :