10.11.2025 11:03
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდოს – „წლის ლიდერი 2025“ („Leader Of The Year“) მფლობელი კიდევ ერთხელ გახდა. აღნიშნული წარმატება ხაზს უსვამს კომპანიის დინამიკურ და მდგრად განვითარებას, რომელიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სტაბილურად მოწინავე პოზიციის ფლობით აისახება.
საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის GM PHARMA-ს პრესტიჟული ჯილდო "წლის ლიდერი" შემდეგი ძირითადი ეკონომიკურ-ფინანსური კრიტერიუმის მიხედვით გადაეცა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე.
აღსანიშნავია, რომ GM PHARMA 2017 წლიდან ინარჩუნებს „წლის ლიდერის“ პოზიციას შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის კრიტერიუმების მიხედვით. აღნიშნული დაჯილდოება წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო სტატუსის მქონე ბიზნეს დაჯილდოებას, რომელიც საქართველოში იმართება. ორმაგი შეფასების სისტემა, რეიტინგები და პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი – ეს ის კრიტერიუმებია, რის მიხედვითაც ხდება კომპანიის ნომინაციის განსაზღვრა. რეიტინგი შედგენილია საქსტატის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბიზნეს საქმიანობის თითოეულ სფეროში, ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით, ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დამტკიცებული მეთოდოლოგიით.
GM PHARMA-სთვის საერთაშორისო სარეიტინგო ჯილდო „Leader of the Year 2025“ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან კომპანია წელს აღნიშნავს დაარსებიდან 25 წლის იუბილეს. აღნიშნული მორიგი აღიარება წარმოადგენს არა მხოლოდ ბიზნეს-შედეგების შეფასებას, არამედ სიმბოლურ დაფასებას იმ უწყვეტი განვითარების გზისა, რომელიც კომპანიამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პასუხისმგებლობითა და ერთგულებით გაიარა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ლიდერის სტატუსის მრავალწლიანი შენარჩუნება წარმოადგენს სტრატეგიული ხედვისა და განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს. კომპანიის მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ ძლიერი ბიზნესის შექმნა, არამედ ისეთი ფარმაცევტული ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საერთაშორისო ხარისხის, სანდოობისა და ინოვაციის სტანდარტებს დაეფუძნებოდა.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.
საგულისხმოა, რომ დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს. ამჯერად კომპანიის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
(R)
ავტორ(ებ)ი :