11.11.2025 20:26
სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი დღეს ჩამოვარდა. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.
ავტორ(ებ)ი :