12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 11.11.2025 22:40

ვერძი

ამ დღეს შემთხვევითი ნაცნობობა ძველ სიყვარულს გაგახსენებთ. რომანტიკული განწყობა სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ, თუმცა, ოჯახის წევრები თქვენს უსაფუძვლო ეიფორიას ვერ გაუგებენ.

ეს დღე არახელსაყრელია რუტინული სამუშაოსთვის. შეგიძლიათ ყურადღება ახალ გატაცებებზე გადაიტანოთ, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ და შთაგაგონებთ.

არახელსაყრელი დღეა პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად. წვრილმანებზე ნერვიულობას მოერიდეთ, შეინარჩუნეთ სიფრთხილე და შინაგანი სიმშვიდე.

სასურველია ცხოველურ საკვებზე დროებით უარი თქვათ და მსუბუქად იშიმშილოთ კიდეც, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ასეთი დიეტა ხანგრძლივი არ უნდა იყოს.

კურო

შესაძლებელია, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ ან გარემოებების სასიამოვნო დამთხვევამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოს.

ზოგი კურო მთელი კვირა თავს იკავებს, რომ ყველაფერი არ თქვას, რასაც პარტნიორზე ფიქრობს.

შანსი გექნებათ, რომ ახალ პროექტში მონაწილეობა მიიღოთ - უარს ნუ იტყვით, რადგან ეს თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

ფინანსურ საკითხებში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ.

ამ დღეს დიეტის დაწყება მიზანშეწონილი არ არის - შედეგს ვერ მიიღებთ. სჯობს მოუსმინოთ საკუთარ სხეულს და გაიგოთ, სინამდვილეში რა სჭირდება.

ტყუპები

სულ მალე სახლიდან შორს გელოდებათ შეხვედრა, რომელიც თქვენს ბედს რადიკალურად შეცვლის.

თუ გსურთ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ, მოდუნდით! უარი თქვით ყველაფერზე, რაც ზედმეტია და სერიოზულ პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

ეს დღე დაგეხმარებათ, რომ თავი გამოიჩინოთ როგორც შესანიშნავმა ლიდერმა და კარიერულად წინ წაიწიოთ.

თუ ამჟამად ფინანსური პრობლემები არ გაქვთ, უმჯობესია დამატებით სამუშაოზე უარი თქვათ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მომავალში უფრო ნაყოფიერად იმუშაოთ.

დასვენება, ბალანსირებული კვება და ბუნებაში სეირნობა დაგეხმარებათ, რომ უარყოფითი პროცესები შეაჩეროთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოულოდნელი ნაცნობობისა და ძველი კავშირის აღდგენისგან თავი შეიკავოთ, რადგან ამან შეიძლება კატასტროფამდე მიგიყვანოთ. ვარსკვლავები მშვიდ, ზომიერ და თანმიმდევრულ ცხოვრებას გპირდებიან.

ეცადეთ, დღევანდელი დღის ყველა მოვლენას მშვიდად შეხედოთ. ნუ დანებდებით, თუნდაც ყველაფერი ხელიდან გეცლებოდეთ - ეს დროებითი დაბრკოლებებია. საბოლოოდ, მათ გადალახვას შეძლებთ, თუმცა გარკვეულ თანხას დაკარგავთ.

ვარსკვლავები ქალაქგარეთ, თუნდაც ხანმოკლე დასვენებას გირჩევენ - ეს ბევრ დადებით ემოციას და სასიამოვნო სიახლეს მოგიტანთ.

ლომი

თქვენს ცხოვრებას გარემოებები კი არა, თავად ქმნით! გულის კარნახს მიჰყევით, რადგან თქვენთვის შეუძლებელი არაფერია.

ეცადეთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. ამ დღეს ძველი პრობლემების მოგვარებას და ურთიერთობების გამყარებას შეძლებთ.

სამსახურში საკუთარ მოვალეობებს სხვას ნუ გადააბარებთ, თორემ შეიძლება მისი შეცდომების გამო დაისაჯოთ. თუ ამჟამად ვალების გადახდა არ შეგიძლიათ, ჯობია კრედიტი აიღოთ, ვიდრე ნათესავებს ფული სთხოვოთ.

დაძაბულობასთან გამკლავებაში ძალების გონივრული განაწილება და მშვიდი დასვენება დაგეხმარებათ. ახლა ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა განსაკუთრებით დაგჭირდებათ.

ქალწული

თუ საყვარელი ადამიანი გყავთ და ოჯახის შექმნას გეგმავთ, მალე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები - შეხვედრა რჩეულის მშობლებთან, საცხოვრებლის შეცვლა, ნიშნობა ან ქორწილი. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე შენიშვნაზე თოფის წამალივით არ იფეთქოთ.

ხელმძღვანელობას და კოლეგებს თქვენი იმედი აქვთ, რომელიც არ უნდა გაუცრუოთ. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ.

ამ დღეს განსაკუთრებით მოერიდოთ ეგოისტ და ფეთქებად ადამიანებს - მათმა ქცევამ შეიძლება გაგაღიზიანოთ.

სასწორი

გირჩევთ, ეს დღე სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს მიუძღვნათ, ხოლო დასვენება და მეგობრებთან შეხვედრა სხვა დროისთვის გადაიტანოთ.

სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები როგორც უფროსებთან, ისე კოლეგებთან - მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სიამაყესა და სამართლიანობას შორის.

ეცადეთ, სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და მონდომებით იმოქმედებთ.

დამატებით შემოსავალზე უარს ნუ იტყვით.

აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, განსაკუთრებით, თუ ამ ვიზიტს დიდი ხანია გეგმავთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში იმედგაცრუება და დაბნეულობა გელით. მალე პლანეტები გადაწყვეტენ, დარჩებით თუ არა თქვენთვის ძვირფას ადამიანთან.

დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ნათესავთან ურთიერთობის დაპირისპირება. ეცადეთ, პროფესიულ მოვალეობებსა და ოჯახურ საქმეებს შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ.

ამ დღეს თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები დაეწყოს. ეცადეთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

მერკურისა და მარსის კვინკონსი მატერიალურ კეთილდღეობას გპირდებათ.

მშვილდოსანი

შეიძლება იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებით, ვინც გამუდმებით ლიდერობას ცდილობს, თუმცა ვარსკვლავების დღევანდელი განლაგება ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ. დღევანდელი მოვლენები შეიძლება მოულოდნელი სცენარით განვითარდეს და სწრაფი რეაგირება მოგიწიოთ.

მარტოხელა მშვილდოსნები მზად არიან, თავიანთი ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალონ. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მივლინებები წარმატებით ჩაივლის და დიდი ალბათობით, დაწინაურებაც გელოდებათ.

თუ საყვარელი ადამიანის ქცევაში რამე არ მოგწონთ, გულწრფელად ესაუბრეთ და ეცადეთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ.

ჯანმრთელობის კუთხით სასურველია, პროფილაქტიკისთვის ხალხურ საშუალებებს მიმართოთ, თუმცა მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.

თხის რქა

ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება მალე დასრულდება და თქვენს ურთიერთობაში სითბო და სიყვარული დაბრუნდება. ნებისმიერი საქმის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს მიაქციეთ - თქვენმა უყურადღებობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

თუ თქვენი გეგმები ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, სულით ნუ დაეცემით - გახსოვდეთ, რომ სიტუაცია წამიერადაც კი შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

მოსალოდნელია გარკვეული ფინანსური სირთულეები, მაგრამ გამოცდილება და გონივრული დაგეგმვა დაგეხმარებათ, გამოსავალი იპოვოთ.

მერწყული

ამ დღეს სიყვარულის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. საკუთარი თავისა და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა წარმატებამდე მიგიყვანთ.

ნუ გაერიდებით გუნდურ საქმიანობას - ახლა აუცილებელია, თავი კოლექტივის ნაწილად იგრძნოთ. სანახევროდ მიღწეული შედეგებით არ დაკმაყოფილდეთ - დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.

დაფიქრდით შემოსავლის გაზრდის გზებზე, თუმცა ამ დღეს ახალი საქმეების დაწყება არ ღირს.

სრულფასოვანი დასვენება არ დაგავიწყდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლილობა მიზნების განხორციელებაში ხელს შეგიშლით.

თევზები

მეორე ნახევართან ურთიერთობები მოულოდნელად დაიძაბება - უთანხმოების მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკი იქნება. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, თორემ მარტო დარჩებით!

შესაძლოა, თქვენი უნარების გამოვლენა სხვადასხვა სფეროში წარმატებით შეძლოთ. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდება. შესაფერისი დროა გარიგებებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან.

თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ