16.11.2025 13:28
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი ესპანეთთან მატჩის შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
,,იმედი მაქვს, ესპანეთთან თამაში აღარასდროს მოგვიწევს, თუ მაინც შევხვდით, თამაშამდე პოსტს დავტოვებ... ლუის დე ლა ფუენტეს ვუთხარი, რომ ეს იყო შემთხვევა, როდესაც მე ესპანეთის წინააღმდეგ გუნდი ვათამაშე", - ამბობს ვილი სანიოლი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 15 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.
ავტორ(ებ)ი :