17.11.2025 16:16
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად, - ამის შესახებ აღნიშნულია Erasmus+-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.
„ევროკავშირის ნებისმიერი პროგრამის შემთხვევაში წესები და შერჩევის კრიტერიუმები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :