18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 17.11.2025 22:59

ვერძი

კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, საყვარელ ადამიანს პრობლემებზე გულწრფელად დაელაპარაკოთ. ნუ წაიღებთ სამსახურის საქმეებს სახლში, სამსახურის პრობლემები სამსახურში დატოვეთ და სახლში გაღიმებული შედით.

გირჩევთ დაამყაროთ კავშირი სხვა უწყებებში მომუშავე კოლეგებთან, რადგან ეს შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი, მემკვიდრეობა ან სადაზღვევო თანხა მიიღოთ.

თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მომდევნო 24 საათში შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს. გირჩევთ სპორტდარბაზში წახვიდეთ და ძალისმიერი ვარჯიშებით დაკავდეთ.

კურო

გირჩევთ, ხშირად შეაქოთ საყვარელი ადამიანი და აგრძნობინოთ, რომ აფასებთ და გიყვართ. ეზოტერიკოსები გირჩევენ, რომ თავი აარიდოთ ზედმეტად ნათელ და თამამ სამოსს, რადგან ეს არასწორ შთაბეჭდილებას შექმნის.

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება.

შეეცადეთ საკუთარი ხასიათი აკონტროლოთ. მოერიდეთ კოლეგის საჯაროდ გაკრიტიკებას, თუ არ გინდათ, რომ მტერი გაიჩინოთ.

არახელსაყრელი დროა შოპინგისთვის - შეძენილი ნივთები უხარისხო აღმოჩნდება და იმედებს გაგიცრუებთ.

მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს. დალიეთ ბევრი წყალი და ღამეში სულ მცირე, შვიდი საათი იძინეთ.

ტყუპები

პლანეტები გირჩევენ, მოთმინება გამოიჩინოთ და სასიყვარულო ურთიერთობებში მოვლენები არ დააჩქაროთ. ყველაფერი ზუსტად მაშინ მოხდება, როცა საჭიროა.

მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ - ვარსკვლავების განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი იწყება! იღბალი ახლა თქვენს მხარესაა, ამიტომ ეცადეთ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით.

ფინანსურ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, ისწავლოთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა და ნაჩქარევ შესყიდვებს მოერიდოთ.

ეცადეთ ზამთრის სეზონის წინ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ.

კირჩხიბი

გგონიათ, რომ მეორე ნახევრის პოვნა შეუძლებელია და თქვენ გარშემო მხოლოდ უინტერესო ადამიანები არიან? ეს ცდებით და ამას მალე მიხვდებით.

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა თქვენთვის უსიამოვნო სიმართლე პირდაპირ გითხრათ. განაწყენების ნაცვლად დაფიქრდით, სიტუაცია როგორ გამოასწოროთ.

ეს დღე წარმატებულია ახალი სამსახურის ძებნისთვისაც. შესაძლოა, საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სწორი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. დღეს თავს ენერგიულად გრძნობთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას ცდილობთ, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რადგან მარსის გავლენამ შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს.

ლომი

მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, სასიყვარულოც. ამ დღეს ახლობლების გაოცებას შეძლებთ. ირგვლივ მყოფებს თქვენი ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა მოსწონთ. ზოგიერთს თქვენთან დაახლოებაც კი მოუნდება.

კარგი დღეა რემონტის დაწყების ან გარემოს განახლებისთვის.

თქვენს მხარეს აქტიური მერკური დგას. თუ შეძლებთ თქვენი პოზიცია ხელმძღვანელობას მიაწოდოთ, წარმატება გელით და შესაძლოა, კარიერულადაც წინ წაიწიოთ!

მატერიალური კეთილდღეობა მოვა მათთან, ვინც შრომას არ ერიდება და ხელსაყრელ შანსს მოთმინებით ელის. უარი არ თქვათ დამატებით შემოსავალზე, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებენ.

ამ დღეს ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურა აკრძალულია, თუნდაც უსაფრთხოდ ჩანდეს.

ქალწული

ეს დღე იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისა და ცხოვრების თანამგზავრის პოვნისთვის. გარკვეულმა გარემოებებმა შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები სხვა მხრიდან დაგანახვოთ. თუ აქამდე დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი კარგადაა, ახლა შესაძლოა ეჭვის საბაბიც იპოვოთ.

პროექტი, რომელზედაც ამ ბოლო დროს მუშაობდით, თითქმის დასრულებულია. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, გირჩევთ თქვენი გეგმა მცირე ნაწილებად დაყოთ.

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

სასწორი

მერკურისა და იუპიტერის სექსტილი სიყვარულში წარმატებას გპირდებათ! თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ეს დრო შესანიშნავია ამ საკითხზე მუშაობისთვის.

პარტნიორის პროვოცირებას ნუ ეცდებით და წვრილმანების გამო სკანდალს ნუ ატეხთ. ახალგაზრდა ოჯახს სიმტკიცის გამოცდა ელის, მაგრამ ჩხუბის მიზეზი თქვენ ნუ გახდებით!

სამსახურში დატვირთვა საგრძნობლად შემცირდება და დასვენებისთვის მეტი დრო გამოჩნდება, თუმცა ეს შეიძლება ფინანსებზე ცუდად აისახოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები კარგად აწონ–დაწონოთ.
საღამო საათები ჯანმრთელობას დაუთმეთ და ეცადეთ დროულად დაიძინოთ.

მორიელი

ნუ დაშორდებით პარტნიორს მხოლოდ იმის გამო, რომ ურთიერთობაში სიახლე და რომანტიკა გაქრა. დაუფიქრებლად თქმულმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გაამწვავოს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გახსოვდეთ, რომ ოჯახის შიდა საქმეები გარეთ არ უნდა გაიტანოთ.

სამსახურში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე პროექტი დაიწყოთ. ასეთი აქტიურობის შედეგი კარიერული წინსვლა, ხელფასის ზრდა ან თანამდებობის მომატება იქნება.

სავარაუდოდ, მოულოდნელი შემოსავალი, საჩუქარი ან მოგებიანი შეთავაზება გელით.

მშვილდოსანი

სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელთაა!
ამ დღეს ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და მზრუნველობა გამოიჩინოთ. ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

გირჩევთ, ახალ პროექტზე ან სამუშაოს შეცვლაზე დაფიქრდეთ - სხვაგვარად თქვენი პოტენციალი განუხორციელებელი დარჩება.

ფინანსური ინვესტიციები თუ გსურთ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყველა წვრილმანი კარგად გადაამოწმეთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც გაღიზიანებთ.

თხის რქა

ამ დღეს სამუშაო და საყოფაცხოვრებო საქმეები ცოტა მოითმენს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ - მას თქვენი სიახლოვე აკლია.

ინიციატივა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავები სამსახურში წინსვლის გპირდებიან. მეწარმეებს და ფინანსისტებს მოგებიანი გარიგების დადების შანსი ექნებათ.

გაუფრთხილდით გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას. თუ დიდი ხანია კარდიოლოგთან ვიზიტს გეგმავთ, აღარ გადადოთ.

მერწყული

მოვლენებით დატვირთული დღის მიუხედავად, რომანტიკული ურთიერთობებისთვის დროს გამონახავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ — ნურავის უამბობთ პირადი ცხოვრების შესახებ, რათა ჭორების მიზეზი არავის მისცეთ.

ეცადეთ, საკუთარი ძალები რეალურად შეაფასოთ და საჭიროების შემთხვევაში კოლეგების დახმარება მიიღოთ. ამ დღეს წარმატების გასაღები გუნდურ მუშაობაშია.

თევზები

მოსალოდნელია მცირე უთანხმოება ახლობელთან, მაგრამ თუ მოინდომებთ მისი თავიდან აცილება შეიძლება. ხელსაყრელი დღეა შეთანხმებების დადებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. ყურადღებით მოეკიდეთ სამუშაო შეთავაზებებს — შესაძლოა სწორედ ეს იყოს შანსი მიზნის მიღწევისთვის.

ფიზიკური დატვირთვა ზოგჯერ სასარგებლოა, ზოგჯერ კი პრობლემებს იწვევს — უსმინეთ საკუთარ სხეულს, რათა მიხვდეთ, ახლა დასვენება გჭირდებათ თუ მოძრაობა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ